ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

პოეზიის საღამო ლიგამუსში

ღონისძიებები

19 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის მაღაზია ,,ლიგამუსში” (ჭავჭავაძის N 32) ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბაზაზე დაფუძნებულ შემოქმედთა კლუბ ”ლემადეს” ეგიდით გაიმართება ლიკა ოხანაშვილის პოეზიის საღამო. აღნიშნული კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი თავად ლიკა ოხანაშვილია. პოეზიის საღამო კი მისთვის რიგით მეხუთეა.

ლიკას ლექსები შესულია მწერალთა კავშირის მიერ გამოცემულ ახალგაზრდა პოეტთა და პროზაიკოსთა კრებულებში, ასევე სხვადასხვა ჟურნალებში. იგი  ავტორია პოეტური კრებულის ,,ჩემი ლექსები არაფერზე ცოტა მეტია”.

საღამოს გაუძღვება თამუნა შენგელია. აკომპანირებას გაუწევენ ”ლემადეს” მუსიკოსი წევრები.

ბანერები