ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ორჰან ფამუქის ”შავი წიგნი” ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

30 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, გიწვევთ ილიაუნის ლიტერატურული კლუბის მორიგ შეხვედრაზე. მთარგმნელი, თამარ ალფენიძე, ნობელიანტი მწერლის, ორჰან ფამუქის, რომანის ”შავი წიგნის” შესახებ ისაუბრებს. ნობელის პრემია მწერალმა სწორედ ”შავი წიგნისთვის “ მიიღო.

ისლამის მიხედვით, შავი წიგნი ცოდვებისგან გაშავებული ადამიანის ცხოვრების სახეა, ცოდვების წიგნია. ორჰან ფამუქმა გამოიყენა ფიოდორ დოსტოევსკის წიგნიდან „ძმები კარამაზოვები“ ერთი თავი - ლეგენდა დიდ ინკვიზიტორზე, და მასზე ააგო „შავი წიგნის“ ესქატოლოგიური იდეა. ფიოდორ დოსტოევსკიმ თავისი ეპოქის სულიერად დაცემული ადამიანის სახე დაგვიხატა _ „დამაპურე და მხოლოდ მერე მომთხოვე სათნოება“, ორჰან ფამუქმა კი „პოსტმოდერნისტული“ ადამიანის სული წარმოაჩინა - ის კლავს მესიას _ მხსნელს.
ადამიანი, რომელმაც სული გაამატერიალურა, მესიისგან მხოლოდ საკუთარი სიცრუის გამართლებას ითხოვს.

ორჰან ფამუქს კაცობრიობის არსებობის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქვს წამოწეული „შავ წიგნში“. ეს არის ბრძოლა ადამიანში ღვთიურ საწყისსა და დაცემულს შორის, სადაც „ეშმაკი ებრძვის ღმერთს და ბრძოლის ველი ადამიანთა გულებია“.

დასწრება თავისუფალია.
გელით ყველას!

ბანერები