ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ნინო ჯავახიშვილის საჯარო ლექცია

21 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის - „გენდერული განსხვავებები და თანასწორობა“  - ფარგლებში, ფსიქოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი, ნინო ჯავახიშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - ოჯახში  ძალადობა: კვლევებზე დაყრდნობილი ფაქტები და მასთან ბრძოლის პრაქტიკები.

ლექციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში ჩატარებული კვლევები ოჯახში ძალადობის შესახებ. კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით განხილული იქნება, თუ რა სიტუაციაა ამ თვალსაზრისით საქართველოში; ასევე განხილული იქნება ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის წარმატებული და წარუმატებელი პრაქტიკები. შეხვედრას დაესწრებიან აღნიშნულ საკითხზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

დასწრება თავისუფალია.
ლექციის დრო: 21 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები