ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

"ნატაშას ცეკვა" - წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

5 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიგამუსში" პროფესორები გიგი თევზაძე და გიგა ზედანია წარადგენენ ორლანდო ფაიჯესის წიგნს ,,ნატაშას ცეკვა. რუსეთის კულტურული ისტორია".

ორლანდო ფაიჯესი (დაბ. 1959 წელს) გამოჩენილი თანამედროვე ბრიტანელი ისტორიკოსია. 1987-1999 წლებში ის იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომელი, შემდეგ კი ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი. მკითხველთა ფართო წრემ ის გაიცნო 1996 წელს გამოქვეყნებული წიგნით „ხალხის ტრაგედია“, რომელიც რუსული რევოლუციის ისტორიას გადმოსცემდა მის პოლიტიკურ-ისტორიულ კონტექსტში. სპეციალისტის მიერ დაწერილი თითქმის ათასგვერდიანი წიგნი მალევე გახდა ბესტსელერი.

„ნატაშას ცეკვა“ 2002 წელს გამოცემული წიგნია, რომელშიც ისტორიკოსის ინტერესი პოლიტიკიდან კულტურაზეა გადატანილი. ამ წიგნმაც  დიდი წარმატება მოიპოვა. პუბლიკაციიდან ათი წლის შემდეგ გადაღებული ფილმის, „ანა კარენინას“ რეჟისორი ჯონ რაიტი მე-19 საუკუნის რუსული კულტურის გაგებას სწორედ ფაიჯესსა და მის ამ ნაწარმოებს უმადლის. მართლაც, ესაა რუსული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო კრიტიკული ანალიზი, დაწერილი მასალის შესანიშნავი ცოდნისა და თანამედროვე თეორიული რეფლექსიის ინსტრუმენტების ვირტუოზული ფლობის საფუძველზე. წარმატების უკან არა მხოლოდ წიგნის შინაარსი დგას, არამედ სრულიად შესანიშნავი სტილი, რომელიც მკითხველს  ნაშრომს რომანივით აკითხებს.

ბანერები