ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

მრგვალი მაგიდა „თანამედროვე სათეატრო სივრცე“

ღონისძიებები

25 მარტს, 13:00-დან 16:00 საათამდე, „ლიგამუსში“,თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბიუროსთან და საქართველოს თეატრების რეგიონალურ ქსელთან (GRTN) თანამშრომლობით, გაიმართება „მრგვალი მაგიდა“ თემაზე: „თანამედროვე სათეატრო სივრცე“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: თეატრის რეჟისორები, მხატვრები, მუსიკოსები, დრამატურგები, თეატრმცოდნეები, კულტურის მენეჯერები.

ერთდროულად რამდენიმე მოდერატორთან ერთად, დისკუსიაში ჩართვისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერს, მით უფრო რომ „მრგვალ მაგიდაზე“ დასწრება თავისუფალია.

აღნიშნული თემის განხილვისა და ვიდეოჩვენებების გარდა, დისკუსიაში ლონდონიდან სკაიპით ჩაერთვება კომპოზიტორი გიორგი ჯანიაშვილი, რომელიც ძმასთან, მხატვარ დავით ჯანიაშვილთან ერთად, საინტერესო პროექტებს ახორციელებს.

ვიდეოჩანაწერის გარდა, დისკუსიის დასრულების შემდეგ, ტექსტუალური მასალა გავრცელდება. 

ვებ.გვერდი: http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=719
Facebook: ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი/Arts Research Institute
 
ღონისძიების მენეჯმენტი:
ჯაბა ხორავა - (+995) 595 95 26 67
ქეთი ჩხიკვაძე - (+995) 577 38 56 55

ბანერები