ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

მეოცე საუკუნის სკულპტურების ნარატივი საქართველოში

ღონისძიებები

3 ივნისს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” პროექტ ”დოქტორანტთა ფორუმის” ფარგლებში მორიგი საჯარო პრეზენტაცია გაიმართება. მომხსენებელია სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ელენე კეკელია. მოხსენების თემაა ”მეოცე საუკუნის სკულპტურების ნარატივი საქართველოში”.

აღნიშნული კვლევის მიზანია მეოცე საუკუნის სოციეტალური ნარატივების იდენტიფიკაცია და სიცოცხლისუნარიანობის ანალიზი უკვე თანამედროვე საქართველოში. სწორედ ამ ნარატივების იდენტიფიკაციის მიზნით ხდება საჯარო მონუმენტების, როგორც მეხსიერების ადგილების, შესწავლა. საკვლევი პერიოდი მეტწილად საბჭოთა ოკუპაციას მოიცავს და კოლექტიურ მეხსიერებათა კვლევის ჭრილშია განხილული.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები