ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

„მელანქოლიის 3 ოთახი“

ღონისძიებები

18 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გაიმართება ფინური დოკუმენტური ფილმის, „მელანქოლიის სამი ოთახის“ (რეჟისორი პირჟო ჰონკასალო) ჩვენება. მისი დასრულების შემდეგ განხილვა-დისკუსიას წარუძღვება ორი მოწვეული ექსპერტი - ნინო მხეიძე (პროფესორი, კინომცოდნე) და ნატა მეფარიშვილი (პროფესორი, ბავშვთა ფსიქოლოგი).

პროექტის განხორციელების ინიციატორია: ორგანიზაცია Noosfera Foundation (www.noosfera foundation.com,www.facebook.com/DocumentaryMondays) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=719). 

დასწრება თავისუფალია.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ნიკოლოზ ნადირაშვილი
Tel: + 995 322 98 83 25
Cell: + 995 555 105 049/059
Kakabadzeebi St. 2; 4th floor;


„მელანქოლიის  3 ოთახი“ (ანოტაცია)

This award winning creative documentary is divided into three chapters, each represented by a room whose atmosphere is determined by one predominant emotion. With very few words but plenty of eloquent cinematography, the film touches upon basic emotional and mental states. With a keen eye for detail (especially human faces), precise timing, and a soundtrack director Pirjo Honkasalo creates a multilayered, poetic film. Awarded among others at Sundance and Venice Film Festival.

შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმი  სამი ეპიზოდისაგან შედგება. თითოეული „ოთახი“ განსაკუთრებულ ატმოსფეროს და ემოციურ ზეგავლენას გვიქმნის. დელიკატური ვიზუალური თხრობით რეჟისორი ეხება ბავშვის ემოციურ მდგომარეობას ძალადობრივ სამყაროში.დეტალებზე აქცენტებით (გმირების პორტრეტული სახეებით), ზუსტი დინამიკითა და  ხმის დრამატურგიით, ფინელი რეჟიროსი პირჟო ჰონკასალო ქმნის მრავალსახოვან პოეტურ ფილმს, რომელიც ისეთი ფესტივალების პრიზიორია, როგორიც არის: Sundance, Venice Film Festival…

ბანერები