ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

მაგდალენა კუნის ლექცია

ღონისძიებები

პარასკევს,15 ნოემბერს, 18:00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ კოპტური მუსიკის სპეციალისტი, დოქტორი მაგდალენა კუნი (ნიდერლანდების სამეფო) წაიკითხავს ლექციას თემაზე „კოპტური ლიტურგიული მუსიკა − ორთოდოქსული ქრისტიანული მუსიკალური კულტურა“.

მაგდალენა კუნი ერთდროულად ორ პროფესიას ფლობს - ფლეიტისტისა და კოპტოლოგის. ფლეიტაზე დაკვრას ის ჯერ ბერნში, ხოლო მოგვიანებით პარიზში, ცნობილ ფლეიტისტ რენე ლე როისთან ეუფლებოდა. როგორც ფლეიტის პედაგოგი, მაგდალენა კუნი ბერნისა და ამჰემის აკადემიებში მოღვაწეობდა. მრავალი წლის მანძილზე ის ჰოლანდიის რადიოს სიმფონიური ორკესტრის წევრი იყო. ცნობილ გიტარისტ, ჯულიან კოკოსთან ერთად მას რამდენიმე კომპაქტ-დისკი და პროგრამა აქვს ჩაწერილი რადიოსა და ტელევიზიისთვის. ის მრავალი კონცერტის მონაწილეა მსოფლიოს სსხვადასხვა ქვეყანაში.

უკანასკნელი ათი წლის მანძილზე მაგდალენა კუნი პროფესორი ნინო მამრაძის მოწვევით სისტემატურად ჩამოდიოდა საქართველოში მასტერ-კლასების ჩასატარებლად. 2012 წელს მისი ინიციატივით ჩვენს ქვეყანაში დიდი წარმატებით ჩატარდა ფლეიტის პირველი ფესტივალი.

დოქტორის ხარისხი მაგდალენა კუნმა ლეიდენის უნივერსიტეტისგან მიიღო. მისი დისერტაცია კოპტურ ლიტურგიულ მელოდიას ეძღვნება. მაგდალენა კუნი კოპტურ მუსიკაზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კითხულობს ლექციებს. ამჟამად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუნარია.

ბანერები