ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ლიტერატურული კლუბის შეხვედრა - ვლადიმირ სოროკინი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად აახლებს შეხვედრების სერიას წიგნის სახლში "ლიგამუსი".
9 ოქტომბერს, 18:00 საათზე, გელით შეხვედრაზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორ ნოდარ ლადარიასთან, რომელიც მწერალ  ვლადიმირ სოროკინის შესახებ ისაუბრებს.
ვლადიმირ სოროკინი - რუსი მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი, რუსულ ლიტერატურაში კონცეპტუალიზმისა და სოც-არტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი, არაერთი რომანის, მოთხრობის და პიესის ავტორი.

მის ერთ-ერთ საუკეთესო რომანს "ოპრიჩნიკის დღე" (გამოიცა რუსეთში 2006 წელს) სულ მალე გამოსცემს ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა.რომანი ნოდარ ლადარიამ თარგმნა.
18 ოქტომბერს ვლადიმირ სოროკინი საქართველოს ეწვევა და 20 ოქტომბერს ქართველ მკითხველს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდება.

ბანერები