ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ლიტერატურული კლუბის პირველი შეხვედრა

ღონისძიებები

8 მაისს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის ახლდაშექმნილი ლიტერატურული კლუბი პირველ შეხვედრას გამართავს, რომელზეც შვედი მწერლისა და დრამატურგის, ავგუსტ სტრინდბერგის დრამატურგიაზე ვისაუბრებთ.

როგორ მივიდა ავტორი თავის ტექსტებში ქალთმოძულეობიდან მამაკაცური კრიზისის აღწერამდე?

შეხვედრის სტუმარი სტრინდბერგის მთარგმნელი, დრამატურგი დავით გაბუნია იქნება. მის მიერ თარგმნილი პიესები „ფრეკენ ჟული“ და „მასზე ძლიერი“  2013 წელს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემულ პიესების კრებულში შევიდა.

გელოდებით!

დრო: 8 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის მაღაზია "ლიგამუსი" (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

ბანერები