ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

„ლირის თეატრის“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

6 ნოემბერს, 15:00 საათზე, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი #32.) გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული კვლევითი ხასიათის ფილმის „ლირის თეატრი“ პრეზენტაცია, რომელიც სპექტაკლის პრემიერიდან 25 წლისთავს ეძღვნება.  

რობერტ სტურუას „მეფე ლირი“  არა მარტო რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლია, არამედ შექსპირის ამ პიესის  ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერპრეტაცია მეოცე საუკუნის მსოფლიო თეატრში. რობერტ სტურუას „მეფე ლირი“ კრიტიკოსებმა წინასწარმეტყველურ სპექტაკლად აღიარეს, რომელშიც რეჟისორმა 1987 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა.  

კვლევითი ხასიათის ფილმში ამ სპექტაკლს, როგორც თეატრალურ-საზოგადოებრივ  მოვლენას, რეპეტიციების პროცესსა და წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე იხსენებენ  რეჟისორი რობერტ სტურუა, მსახიობები: მარინა კახიანი, თათული დოლიძე, ჟანრი ლოლაშვილი, თეატრმცოდნეები მანანა გეგეჭკორი, მანანა თევზაძე, ლევან ხეთაგური და რუსთაველის თეატრის მიზეუმის გამგე ბელა ჭუმბურიძე. 

ფილმის ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მკვლევარი, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი, რეჟისორია სალომე საღარაძე. 

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული ფილმი „ლირის თეატრი“ წარმოადგენს ერთგვარ მცდელობას დაამკვიდროს ტრადიცია უნივერსიტეტებში მკვლევარებმა და სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა პრაქტიკული დანიშნულება შესძინონ თავიანთ თეორიულ კვლევებს, სამაგისტრო და სადისერტაციო შრომებს.

 

 

ბანერები