ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - "დაო დე ძინი” - გზა და ღირსება

პროექტის - ”ილიაუნის მწერალი“- ფარგლებში გრძელდება ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციების სერია, სახელწოდებით - „როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით“.

ლექცია ”დაო დე ძინი” - გზა და ღირსება ჩატარდება 17 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში “ლიგამუსი”.
ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს:

ლაო-ძის  “დაო დე ძინი” - გზისა და ღირსების წიგნი;
ცოდნა, როგორც სიდიადე და როგორც ავადმყოფობა;
როგორი უნდა იყოს ხელისუფალი;
ათასი ლის გზა იწყება პირველი ნაბიჯით;
კეთილგონიერება და გაცისკროვნება.

ლექციის ჩატარების დრო: 17  ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

ბანერები