ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია

პროექტის “- ილიაუნის მწერალი” - ფარგლებში გრძელდება ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციების სერია, სახელწოდებით - „როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით“.

ლექცია "ოდისეა" - უკვდავებიდან მოკვდავობამდე - გზა შინისაკენ ჩატარდება 10 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში “ლიგამუსი”.

ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: უნივერსალური პერსონაჟი; უნივერსალური სიუჟეტი;  "სხვა" ჰომეროსი; მამაშვილობა; "ურწმუნო" პენელოპე; ჰომეროსიდან ჯოისამდე; ჯოისიდან შმიტამდე.

ლექციის ჩატარების დრო: 10 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

ბანერები