ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

პროექტის “- ილიაუნის მწერალი” - ფარგლებში გრძელდება ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციების სერია, სახელწოდებით „როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით“.

ლექცია „ილიადა“- მეორე მიახლოება" ჩატარდება 3 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში “ლიგამუსი”.

ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: როგორ განასხვავებს ერთმანეთისგან თავის პერსონაჟებს ჰომეროსი; პოეტური ფორმულები; ბედისწერა და არჩევანი „ილიადაში“; გავლენა დანარჩენ მსოფლიოზე.

ლექციის ჩატარების დრო: 3 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

ბანერები