ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ლევან ბერძენიშვილის ლექცია: - "ილიადა" - პირველი მიახლოება"

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტის “ილიაუნის მწერალი” ფარგლებში ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა დაიწყო ლექციების სერია, სახელწოდებით „როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით“. 

პირველი ლექცია „ილიადა“- პირველი მიახლოება" ჩატარდება 27 ოქტომბერს 19:00 საათზე წიგნის სახლ “Ligamus”-ში. 

მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: ტროის ომის ისტორია და მითი, არსებობდა თუ არა ჰომეროსი?  როგორ დაწერდა „ილიადას“ სხვა პოეტი?  რატომ იწყება „ილიადა“ ომის მეათე წლის აღწერით? რატომ არ მთავრდება „ილიადა“ ტროის დაცემით? როგორ წერას გვასწავლის ჰომეროსი?

დასწრება თავისუფალია.

ბანერები