ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ლევან ბერძენიშვილის ლექცია "გილგამეშის" შესახებ

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტის - “ილიაუნის მწერალი” - ფარგლებში ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი იწყებს ლექციების სერიას, სახელწოდებით „როგორ ვისწავლოთ წერა სხვების მიერ შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით“.

პირველი ლექცია „მხატვრული წერის დასაწყისი - გილგამეშის ეპოსი“ ჩატარდება 13 ოქტომბერს, 18:00 საათზე წიგნის სახლში “ლიგამუსი”.

 ლევან ბერძენიშვილი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:  

1. მარადიული წყვილები: ორი ”გილგამეში”, ისტორიული და მხატვრული;
2. გილგამეში და ენქიდუ;
3. ”გილგამეში”-მდე და შემდეგ;
4. მოკვდავი და უკვდავი გილგამეში;
5. ”გილგამეშის” ორი ეპოსი - სამეცნიერო და მხატვრული თარგმანი;
6. ბოლო წყვილი: აქადურ-შუმერული და ქართული გილგამეში;
კაცი, რომელიც დღესაც არის გილგამეში - ზურაბ კიკნაძე.

ბანერები