ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ლექცია ბაროკოს დროინდელ საკრავებზე

ღონისძიებები

ხუთშაბათს, 24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზის „ლიგამუსში“  ბაროკოს ეპოქის მუსიკის სპეციალისტი თაის ვან ბაარსელი (ნიდერლანდების სამეფო) წაიკითხავს ლექციას ბაროკოს დროინდელ საკრავებზე. ლექცია შეიცავს ვიდეო-ფილმების ჩვენებას.

თაის ვან ბაარსელი ბლოკ-ფლეიტისა და ადრინდელი მუსიკის სპეციალისტია. ის წლების მანძილზე ჟენევის კონსერვატორიის, ბრნოს უნივერსიტეტისა და ავსტრიის ფელდრიხ კონსერვატორიის ლექტორია. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე თაის ვან ბაარსელი მასტერ-კლასებს ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, გერმანიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ჩეხეთსა და სამხრეთ კორეაში.

წელს ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუმარია და ჩამოსულია ბაროკოს პერიოდის საკრავებზე ლექციებისა და მასტერ-კლასების ჩასატარებლად.

ბანერები