ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ლარისა ბურაკოვას წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

30 მაისს, 16.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება რუსი ეკონომისტის, ლარისა ბურაკოვას წიგნის ”რატომ მოხდა ეს საქართველოში” (Почему У Грузии получилось) პრეზენტაცია.

ავტორმა საქართველოს ეკონომიკის შესწავლა 2009 წლიდან დაიწყო. წიგნში მთლიანადაა ასახული და განხილული საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმები 2003 წლიდან დღემდე.

”ჩემს წიგნში უხვადაა პირდაპირი თხრობა, რაც უცხოა სახელმძღვანელოს ფორმატისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მკითხველს მთავარი რეფორმატორების აზრი პირველწყაროდან გაეგო და ისეთივე განცდა დაუფლებოდა, როგორც პროფესიონალებთან პირისპირი ურთიერთობისას. წიგნი მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრებით იწყება. თხრობის კონსტრუქცია დიდწილად განსაზღვრა მრავალსაათიანმა საუბრებმა საქართველოს ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთ სულისჩამდგმელთან, კახა ბენდუქიძესთან”, ამბობს ავტორი.

ბანერები