ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

კვლევის “LLOID’S RISK INDEX - საქართველო“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

5 სექტემბერს, 14:00 საათზე, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის გამზ. 32, მესამე სართული) გაიმართება კვლევის “LLOID’S RISK INDEX - საქართველო“ პრეზენტაცია, რომელიც მომზადებულია „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების ჩართულობით.

კვლევა ეყრდნობა მოდელს, რომლის მიხედვითაც, 2009 წლის კრიზისის დადგომასთან ერთად კომპანია „ლოიდის“ წარმომადგენლებმა ჟურნალ „ეკონომისტთან“ ერთად გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ კვლევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ კვლევის მიზანი იყო, შეესწავლათ მსოფლიო 500 ბიზნეს ლიდერის დამოკიდებულება არსებული ბიზნეს და გარემო რისკების მიმართ.

პირველი კვლევის შემდეგ აღნიშნული ორგანიზაციები პერიოდულად ახდენენ როგორც რისკების, ასევე მისი დადგომის შემთხვევაში ორგანიზაციების მზაობის დონის შეფასებას.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუმ“, თავის მხრივ, შეისწავლა, თუ როგორ აფასებენ საქართველოში ბიზნეს ლიდერები რისკებს და როგორია მზაობა რისკის დადგომის შემთხვევაში.

კომპანიების შეფასება განხორციელდა 4 ძირითადი კატეგორიის მიხედვით:

• ბიზნესი და სტრატეგიული რისკი;
• ეკონომიკური და საბაზრო რისკები;
• გარემოსთან დაკავშირებული რისკები;
• ბუნებრივი მოვლენების რისკები.

კვლევის შედეგების მიხედვით:

• ყველაზე მაღალი ხარისხის რისკიდან თითქმის ყველა რისკის სფერო საქართველოსა და გლობალურ სამყაროში იდენტურია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველო გახდა გლობალური სამყაროს ნაწილი;
• სრულიად იდენტურია რისკების განაწილება სფეროების მიხედვით (ბიზნესი, ეკონომიკა, გარემო და ბუნებრივი მოვლენები);
• გლობალური სამყაროსგან განსხვავებით საქართველოს ბიზნეს წარმომადგენლებში რისკების დადგომის შემთხვევაში კომპანიების მზაობის დონე უფრო დაბალია;
• ყველაზე მაღალი მზაობა შეინიშნება კანონმდებლობის ცვლილების რისკის დადგომის შემთხვევაში. რაც უნდა მიანიშნებდეს კანონების პოზიტიური მხარისკენ ცვლილების მოლოდინს.

ბანერები