
ღონისძიებები
26 ივლისი, 2018
ღონისძიებები
1 დეკემბერი, 2014
კინოჩვენება და დისკუსია
ღონისძიებები
15 მაისს, 17:30 საათზე, A კორპუსის 101-ე აუდიტორიაში (ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კინო და მედია კომუნიკაციის შემსწავლელი ცენტრის ინიციატივით, გაიმართება რეჟისორ გიორგი მასხარაშვილის ფილმის, სახელწოდებით „მესაათე“, ჩვენება და განხილვა.
ფილმის დამთავრების შემდეგ, მოეწყობა დისკუსია და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხებს თავად რეჟისორი, მისი შემოქმედებითი ჯგუფი.
შეხვედრის მოდერატორია კინომცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - ნინო მხეიძე.
დასწრება თავისუფალია!