ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ჟან რაულის ნამუშევრების გამოფენა

ღონისძიებები

4 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32) გაიხსნება მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანის, ჟან რაულის ნამუშევრების გამოფენა; წარმოდგენილი იქნება 28 სურათი. ჟან რაულის მიერ საქართველოში გადაღებულ ამ ფოტოებს არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული.

ფოტოები, რომლებიც ”ლიგამუსში” გამოიფინება, წარმოადგენს ირანში, ”გოლესთანის” სამეფო სასახლის მუზეუმში დაცული ნამუშევრების ასლებს. ალბომს  მიაკვლია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ნიკოლოზ ნახუცრიშვილმა, რომელიც შემდგომ დაუკავშირდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს. ირანულ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით მოხერხდა აღნიშნული ფოტოების უმაღლესი ხარისხით დამზადებული ასლების მოპოვება. გამოფენა ერთ თვეს გასტანს.

ბანერები