ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ირაკლი ჩარკვიანის ”მშვიდი ცურვა” - პრეზენტაცია

ღონისძიებები

10 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება ირაკლი ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული რომანის - ”მშვიდი ცურვა” - პრეზენტაცია. პრეზენტაციას გაუძღვება სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია.

ირაკლი ჩარკვიანის ერთადერთი რომანი პირველად 2014 წლის თებერვალში გამოსცა გამომცემლობა “ინტელექტმა”, თუმცა, მისი მეორე, განახლებული რედაქცია შევსებულია მკითხველისთვის აქამდე უცნობი ფოტომასალით. არსებობს ირაკლი ჩარკვიანის პოეზიის, ჩანაწერების, საავტორო სვეტების, ინტერვიუებისა და მოთხრობების არაერთი გამოცემა, თუმცა ეს წიგნი ყველაზე ცნობილი და პოპულარულია მის შემოქმედებაში.

წიგნი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ პროექტში, “ჩემი წიგნი”, 15 საუკეთესოს შორის მოხვდა და ახლა უკვე პროექტის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობს.
გამომცემლობა “ინტელექტი” გეგმავს პრეზენტაციების სერიას, რაც სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან შეხვედრებს გულისხმობს და მიზნად ისახავს, ირაკლი ჩარკვიანი, როგორც რომანისტი, უფრო ახლოს გააცნოს ახალგაზრდობას.

პრეზენტაციის დრო: 10 ოქტომბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

ბანერები