ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ილიაუნის მწერალი - ქეთი დევდარიანი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ახალ პროექტს „ილიაუნის მწერალი“.  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად მოიწვევს მწერლებს, რომლებიც სტუდენტებს მხატვრული ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის საფუძვლებს აზიარებენ.

პროექტის ფარგლებში, 2014-2015 სასწავლო წელს ქეთი დევდარიანი, სცენარისტი, სტუდენტებს ასწავლის შემოქმედებით წერას.

კურსის პრეზენტაცია გაიმართება 18 სექტემბერს, 17:00 საათზე ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“. გთხოვთ, მობრძანდეთ კურსის პრეზენტაციაზე.

დრო: 18 სექტემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“

დასწრება თავისუფალია.

ბანერები