ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია

23 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" (ი. ჭავჭავაძის გამზ.32)  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაციაზე.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი 2003 წლიდან ყოველწლიურად ახორციელებს რეგიონულ სასტიპენდიო პროგრამას ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის საზოგადოებრივი და სხვა მომიჯნავე მეცნიერებების მიმართულებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში. პროგრამის სტიპენდიატები (არა უმეტეს 35 წლისა) საკუთარ ქვეყნებში, ცხოვრების ადგილის მიხედვით, აწარმოებენ ინდივიდუალურ ინტერდისციპლინურ კვლევებს თანამედროვე ისტორიის, პოლიტიკის, გენდერის, კრიტიკული სოციოლოგიის და მდგრადი განვითარების საკითხებზე. 
სასტიპენდიო პროგრამა საგანგებოდ სამხრეთ კავკასიელი ახალგაზრდა მკვლევარებისთვისაა შექმნილი და მისი მიზანია ხელი შეუწყოს:
• ახალგაზრდა მეცნიერების მიერ ინდივიდუალური და ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელებას;
• ისტორიული და საზოგადოებრივი მეცნიერებების მეთოდოლოგიურ და თემატურ განახლებას;
• ახალგაზრდა მეცნიერების რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერას.
წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიური რეგიონალური ბიურო იწყებს საბუთების მიღებას 2014 წლის კვლევით პროექტებზე დაფინანსების მოპოვებისათვის. ამასთან დაკავშირებით, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდს პატივი აქვს თავისი რეგიონალური სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაციაზე მოიწვიოს დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევარები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოში.
ბანერები