ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კონკურსის პრეზენტაცია

ღონისძიებები

8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ჩატარდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ გამოცხადებული კონკურსის პრეზენტაცია.

2013 წლისთვის სასტიპენდიო განაცხადების მიღებაზე კონკურსი ფონდმა გამოაქვეყნა 2012 წლის სექტემბერში. პრეზენტაცია განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო 2003 წლიდან ახორციელებს  სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც მოწოდებულია მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ახალგაზრდა მეცნიერებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს.

სრული ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ  საიტზე: http://ge.boell.org/web/135-855.html

ბანერები