ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

გურამ რჩეულიშვილი - 80

20 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, გიწვევთ ილიაუნის ლიტერატურული კლუბის მორიგ შეხვედრაზე. მწერალი გია არგანაშვილი გურამ რჩეულიშვილის შესახებ ისაუბრებს.

2014 წელს გურამ რჩეულიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება.

მწერალი გია არგანაშვილი ისაუბრებს გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებაზე; 60-იანელთა თაობაზე და იმ გარემოზე, რომელშიც ამ თაობას მოუწია ცხოვრება; მწერლის დამოკიდებულებაზე ქართველი კლასიკოსების შემოქმედებასთან და თავად ამ ავტორის საეტაპო ნაწარმოებებზე: "ალავერდობა",  "უსახელო უფლისციხელი","სალამურა", "თვირთვილა", და "ბატონო ტელემაყურებლებო".

დასწრება თავისუფალია.

შეხვედრის დრო: 20 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

ბანერები