ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

გიწვევთ დისკუსიაზე

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და “National Geographic საქართველო” იწყებენ საინტერესო დისკუსიების ყოველთვიურ სერიას ჟურნალის მიერ გაშუქებულ სხვადასხვა სფეროში.

სიამოვნებით გატყობინებთ, რომ პირველი შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 4 აპრილს, 15:00-დან 16:30-მდე, ,,ლიგამუსში”.

შეხვედრაზე შემოგთავაზებთ ჟურნალ National Geographic საქართველოს აპრილის ნომრის მოკლე პრეზენტაციას და უფრო ვრცელ სადისკუსიო თემას:

სამეცნიერო მიღწევები ,,იურული პარკის” ამუშავებისთვის, ანუ ვითამაშოთ ,,ღმერთობანა”.

დისკუსია არასპეციალიზირებულია, რაც გულისხმობს, რომ თემა გათვალისწინებულია ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტისთვის. პოპულარულ ენაზე ვისაუბრებთ გადაშენებული სახეობის აღდგენის სამეცნიერო მიღწევებზე (მათ შორის კლონირებაზე), ხოლო დისკუსიის ძირითადი ნაწილი შეეხება ეთიკურ-რელიგიურ მოსაზრებებს, ზოგად მიზანშეწონილობას, საშიშროებებს და ა.შ.

დასწრება თავისუფალია, წინასწარ გიხდით მადლობას მობრძანებისთვის!
-------------------------------------------------------------------------------------------
შენიშნვნა: სამომავლო სადისკუსიო თემები განისაზღვრება სტუდენტების მიერ Facebook-ის გამოკითხვისას გამოვლენილი ინტერესის მიხედვით, ჟურნალის შემდეგ სფეროებში:
• გეოპოლიტიკა
• ხალხები და კულტურები
• თავგადასავლები და ექსტრემალური ექსპედიციები
• ისტორია/არქეოლოგია
• რელიგიათმცოდნეობა
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
• ახალი ტექნოლოგიები და ა.შ.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები