ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

„ღირსების კოდექსი“ - პრეზენტაცია

ღონისძიებები

10 ოქტომბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ”რადარამი” გიწვევთ კვამე ენტონი აპიას წიგნის - „ღირსების კოდექსი: როგორ ხდება ზნეობრივი რევოლუციები“ - პრეზენტაციაზე. პრეზენტაციას წარუძღვებიან:
მარიამ ადუაშვილი - ”რადარამის” წარმომადგენელი;
შოთა ხინჩაგაშვილი - წიგნის რედაქტორი.
დასწრება თავისუფალია.

წიგნისა და ავტორის შესახებ:

წიგნის ავტორი ერთ ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე ფილოსოფოსია, რომელმაც ამ ნაშრომით სრულიად ახლებურად დაგვანახვა ადამიანის ბუნება და ის სოციალური რეფორმები, რომელთა შესახებაც ყველას გვსმენია. წიგნის კითხვისას ერთდროულად ისტორიაშიც იმოგზაურებთ და ფილოსოფიური თვალითაც შეხედავთ ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა: დუელი, მონობა, მკვლელობა. ავტორის აზრით, ბოლო საუკუნეში მომხდარი დემოკრატიული ცვლილებები მოხდა არა კანონის ძალით, არამედ ამ ცვლილებების მამოძრავებელი ძალა სწორედ ადამიანური ღირსება იყო. აპიას წიგნებს შორისაა ისეთი შრომები, როგორებიცაა: „კოსმოპოლიტიზმი: ეთიკა უცხოთა სამყაროში“ (2006) და „იდენტობის ეთიკა“.

"რადარამი" ქართულად თარგმნის და ხელმისაწვდომ ფასად გამოსცემს მსოფლიოში აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის წიგნებს, რათა ქართველი მკითხველი მშობლიურ ენაზე გაეცნოს თანამედროვე პოპულარულ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ ლიტერატურას და ჩაებას მსოფლიო დისკუსიებში.

ბანერები