ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

გიგა მამინაშვილის ლექცია

12 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის - „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ - ფარგლებში გაიმართება ლექცია თემაზე - “ფსიქოანალიზი, ფსიქოთერაპია და მედიცინა“. შეხვედრას წარუძღვება პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის წევრი, ფსიქოლოგი გიგა მამინაშვილი.

ამონარიდი მოხსენებიდან: „ფსიქოთერაპიის ადგილი, ისევე როგორც მისი ფუნქცია, ტექნიკა და ძირითადი თეორიული კონცეპტები ფსიქოანალიზის წიაღში უნდა ვეძიოთ, ფსიქოანალიზისა, რომელიც წარმოიშვა და დღემდე აგრძელებს არსებობას რელიგიის, მედიცინის, ფილოსოფიისა და მაგიის გზაჯვარედინზე ისე, რომ მკაცრად ემიჯნება თითოეულს“.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

ლექციის დრო:12 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

ბანერები