ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

გენდერული სტატისტიკა სტერეოტიპების წინააღმდეგ, ციფრებიდან სოციალურ მესიჯებამდე

წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გრძელდება შეხვედრების სერია თემაზე - „გენდერული განსხვავებები და თანასწორობა“. 14 ნოემბერს, 19:00 საათზე, გენდერული საკითხების ექსპერტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ლელა ხომერიკი, წაიკითხავს საჯარო ლექცია თემაზე: - გენდერული სტატისტიკა სტერეოტიპების წინააღმდეგ, ციფრებიდან სოციალურ მესიჯებამდე.

გენდერული სტატისტიკა კონცეპტუალურად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე, უბრალოდ, სქესის ნიშნით დაყოფილი მონაცემები. გენდერული სტატისტიკა საფუძველს ქმნის გენდერული პრობლემების გამოვლენისა და სისტემური შესწავლისათვის, მაგრამ, გარდა ამისა, მან ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების მიერ გენდერული პრობლემების სწორ აღქმას, განსხვავებებისა და უთანასწორობის გააზრებასა და გენდერული სტერეოტიპების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.ამიტომაც, თანამედროვე მოთხოვნების თანახმად, სტატისტიკური მონაცემების შექმნის ეტაპზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი გავრცელების ინოვაციური ფორმატების მოძებნა, ციფრების „ალაპარაკება“ და ფართო საზოგადოებამდე მიტანა. ლექციაზე წარმოდგენილი იქნება სოციალურ კამპანიებში გენდერული სტატისტიკის წარმატებით გამოყენების ნიმუშები.


ლექციის დრო: 14 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები