ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ფსიქოთერაპევტ ხათუნა ივანიშვილის საჯარო ლექცია

28 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის - „გენდერული განსხვავებები და თანასწორობა“  - ფარგლებში, ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოთერაპევტი, ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის თრენინგ-თერაპევტი,საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის კანდიდატი, ხათუნა ივანიშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - აგრესია და დესტრუქცია - ფსიქოანალიტიკური ხედვა.

ლექციის ფარგლებში მომხსენებელი ისაუბრებს აგრესიისა და ადამიანური დესტრუქციის ფსიქოანალიტიკურ გაგებაზე, მის წარმომავლობაზე, აგრესიის მამოძრავებელ და დამანგრეველ ძალაზე, აგრესიაზე საზოგადოებაში.

დასწრება თავისუფალია.

ლექციის დრო: 28 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები