ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში

ღონისძიებები

29 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის - „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ - ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე “აუტიზმი - ორი მიდგომა ერთი რეალობისადმი“. დისკუსიას წარუძღვებიან ასოციაცია "მწვანე სახლის" პრეზიდენტი, ფსიქოლოგი მარინე ტარასაშვილი და ფსიქოლოგიის დოქტორი, საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი (BCBA), ასოცირებული პროფესორი, ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკის დირექტორი თინათინ ჭინჭარაული.
მომხსენებლები წარმოადგენენ აუტიზმს ფსიქოანალიზისა და ბიჰევიორიზმის პერსპექტივიდან. შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა, ერთმანეთს შეადაროს მიდგომები და განიხილოს სადავო საკითხები.

ბანერები