ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ფრანგული პოეზიის საღამო

ღონისძიებები

12 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში”  ”ფრანკოფონიის თვე 2013”-ის და ”პოეტების გაზაფხულის”  ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით, პოეზიის მოყვარულ ფრანკოფონთათვის  გაიმართება  ფრანგული პოეზიის საღამო.  პოეზიის საღამოზე ქალაქ რენის თეატრალური დასი ”ქარის  სახელოსნოები” ახლებურად წარმოადგენს ფრანგულ პოეზიას. საღამო იქნება ინტერაქტიული, ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ პერფორმანსში და გააცოცხლონ ფრანგული პოეზიის შედევრები როგორც ფრანგულ, ასევე ქართულ ენაზე.

ბანერები