ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ევროპის კვირეული ილიაუნიში

ღონისძიებები

30 მაისს, 15:00 საათზე, წიგნის პრეზენტაცია
La plus belle histoire des femmes: The Most Beautiful Story of Women - ქალების ყველაზე ლამაზი ისტორია.
ნიკოლ ბაშარანი, ფრანსუაზ ერიტიე, მიშელ პერო, სილვიან აგაზენსკი (გამომცემლობა “Seuil”).

რომანი საუკუნეების მანძილზე ქალთა ხვედრის შესახებ, მოყოლილი ოთხი განსაკუთრებული ქალის მიერ.

როგორია, იყო ქალი? როგორია, იცხოვრო მამაკაცების პლანეტაზე? ყველა ეპოქას თავისი პასუხი აქვს ამ კითხვაზე. თუმცა ვარაუდი ყოველთვის ერთი და იგივეა: ეს სქესი სუსტია, მეორეხარისხოვანი და დამოკიდებული.

გაბედულ დიალოგში, რომელიც ბევრ დამკვიდრებულ სტერეოტიპს ანგრევს, ოთხი განსაკუთრებული ქალი ჰყვება ისტორიას ქალთა ხვედრზე ყოველგვარი ტაბუსა და ჟარგონის გარეშე. ამ წიგნში ისინი ფარდას ხდიან ბრძოლას არსებული მორალური, სოციალური და სექსუალური წესრიგის წინააღმდეგ, რომელსაც ქალებს თავს ახვევენ მეფეების, მღვდლების, მამების, ქმრების თაობები - გრძელი მოგზაურობა, რომლის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა.

დღევანდელ საზოგადოებაში, ოჯახში, წყვილის ურთიერთობებში თუ საწოლი ოთახის ინტიმურ გარემოში ვართ კი იმდენად თავისუფალი ძველი სტერეოტიპებისაგან, რამდენადაც ამას ვიჩემებთ?

ნიკოლ ბაშარანი არის ისტორიკოსი და პოლიტოლოგი, 15-ზე მეტი წიგნის ავტორი, ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალისტი. ის რეგულარულად სტუმრობს რადიო  და ტელეგადაცემებს ევროპასა და ამერიკაში.

წიგნის თანაავტორები არიან ფრანსუაზ ერიტიე, ანთროპოლოგი, საპატიო პროფესორი Collège de France-ში; ნაშრომის ” Masculin-Féminin” (მამრობითი-მდედრობითი) ავტორი.

მიშელ პერო, ისტორიკოსი, ქალების ისტორიის სპეციალისტი, ნაშრომის - ”ქალების ისტორია დასავლეთში ”(L’Histoire des femmes en Occident”) თანაავტორი.

სილვიან აგაზენსკი, ფილოსოფოსი, ნაშრომის ”სქესების მეტაფიზიკა” (La métaphysique des sexes) ავტორი.

მისამართი: წიგნის მაღაზია ”ლიგამუსი”, ჭავჭავაძის გამზ. 32.

ენა: ინგლისური (ქართული თარგმანი)

1 ივნისს, 13.00  -  წიგნის პრეზენტაცია
"BLOODY SUNDAY: TRUTH, LIES AND THE SAVILLE INQUIRY"

”სისხლიანი კვირა: სიმართლე, ტყუილი და სავილის გამოძიება”
დუგლას მიურეი, ჰენრი ჯექსონის საზოგადოების (დიდი ბრიტანეთი) ასოცირებული დირექტორი.

ჩრდილოეთ ირლანდია ხშირად მოჰყავთ, როგორც კონფლიქტის მოგვარების წარმატებული მაგალითი. ამ ღონისძიებზე დუგლას მიურეი, წიგნის ”სისხლიანი კვირა, ტყუილი და სავილის გამოძიება” ავტორი, წარმოგიდგენთ სამშვიდობო პროცესების განვითარებისა და შედეგის კრიტიკულ შეფასებას და ისაუბრებს, გამოსადეგია თუ არა ეს გაკვეთილები სხვა ხანგრძლივი კონფლიქტების მოგვარებისას.

მისამართი: წიგნის მაღაზია ,,ლიგამუსი“, ჭავჭავაძის გამზ.32.

 ენა: ინგლისური (ქართული თარგმანი).

ბანერები