ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ემერიტუსის წოდების მინიჭებისადმი მიძღვნილი საღამო

ღონისძიებები

1 ივნისს, 19:00 საათზე, გიწვევთ პროფესორ ირაკლი ელიავას ემერიტუსის წოდების მინიჭებისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც გაიმართება წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32).

იგი არის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ავტორია 4 მონოგრაფიის, 1 ლექსიკონის, 2 სახელმძღვანელოს, 160 სამეცნიერო ნაშრომის. გახლავთ ღირსების ორდენისა და მელიქიშვილის პრემიის ლაურეატი, წლების მანძილზე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ზოოლოგიის კათედრის გამგე და შემდეგ დეკანი, ასევე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტში ზოოლოგია-ფიზიოლოგიის კათედრის გამგე. 16 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტს.

ბანერები