ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ემერიტუსის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიალი

ღონისძიებები

5 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ემერიტუსის საპატიო წოდებას სამ პროფესორს მიანიჭებს.

საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება კაფე ”ლიგამუსში” (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32).

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, ლია ლორიას, მანანა ნემსაძესა და გია მაჩაბელს ემერიტუსის წოდება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაკუთრებული დამსახურების გამო ენიჭებათ.

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით (თავი 5, მუხლი 39) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ანიჭებს ემერიტუსის წოდებას. ამავე კანონის საფუძველზე, ემერიტუსის წოდების მქონე პირს ამ წოდების მინიჭებამდე არსებული ხელფასისა და სახელმწიფო პენსიის ოდენობებს შორის განსხვავებას დაფარავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. განსხვავებით სხვა წოდებებისგან, ემერიტუსის წოდების მქონე პირი ისარგებლებს დამატებითი სოციალური გარანტიებით ამავე დაწესებულების ბიუჯეტიდან.

ბანერები