ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

EBSCO - მულტიდისციპლინარული სამეცნიერო ბაზა, მოხმარების ინსტრუქციები და ძირითადი უპირატესობები

ღონისძიებები

ოთხშაბათს, 28 მაისს, 16:00 საათზე, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გიწვევთ პრეზენტაციაზე: „EBSCO - მულტიდისციპლინარული სამეცნიერო ბაზა, მოხმარების ინსტრუქციები და ძირითადი უპირატესობები“.

პრეზენტაციას გაუძღვებიან EBSCO-ს რეგიონალური წარმომადგენლები, ბატონები ანდრეი საკალოუ და რეიკო რაიე.

აქვე გაცნობებთ, რომ უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ EBSCO-ს ორი მნიშვნელოვანი ქვებაზით: Humanities Source და Political Science Complete.

  • Humanities Source - მოიცავს 1480 დასახელების ჟურნალს და სამეცნიერო სტატიების სრულ ვერსიებს 1900 წლიდან დღემდე; აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: არქეოლოგია, ხელოვნება, კომუნიკაცია, ფოლკლორი, კლასიკური ფილოლოგია, ისტორია, ჟურნალისტიკა, ლინგვისტიკა, ლიტერატურა, მუსიკა, ფილოსოფია, რელიგია, თეოლოგია და სხვ. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ბაზა მოიცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალს - „კადმოსი“.
  • Political Science Complete - მოიცავს 3119 დასახელების ჟურნალს, 340-ზე მეტ მონოგრაფიასა და საკონფერენციო მასალების 38 ათასზე მეტ სრულ ტექსტს; აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: პოლიტოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო ადმინისტრირება, პოლიტიკური ფილოსოფია, პოლიტიკური ეთიკა და სხვ. აღნიშნულ ელბაზაში ხელმისაწვდომია როგორც სტატიების ინდექსირებული და აბსტრაქტირებული სიები, ასევე სრული ტექსტები. შეგახსენებთ, რომ ამ ბაზაში შესულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი - „Identity Studies”.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთია საქართველოში, რომლის ერთდროულად ორი სამეცნიერო ჟურნალი ინდექსირებულია EBSCO-ს მონაცემთა ბაზებში.

ელექტრონულ ბაზაზე წვდომისათვის მიჰყევით ბმულს http://library.iliauni.edu.ge/2011-05-11-12-30-04.html და ჩამონათვალში მოძებნეთ EBSCO. შეგახსენებთ, რომ წვდომა შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტის ტერიტორიიდან, ასევე მის მიღმა.

გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები მაღალი ხარისხის წარმატებული კვლევების ჩასატარებლად.

EBSCO-ს მონაცემთა ბაზები მოიცავს მეცნიერების თითქმის ყველა დარგს და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა რესურსის (სტატიები, ელწიგნები, ანგარიშები, საკონფერენციო მასალები, სამთავრობო დოკუმენტები, გაზეთები) ინდექსირებულ და სრულ ვერსიებს.

გთხოვთ, მობრძანდეთ.

ბანერები