ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

დროისა და სივრცის ფილოსოფიური კონცეფციები ვლადიმირ ნაბოკოვისა და გრიგოლ რობაქიძის ადრეულ მხატვრულ პროზაში

ღონისძიებები

27 ივნისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში "ლიგამუსი", პროექტ "დოქტორანტთა ფორუმის" ფარგლებში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის (შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების)  დოქტორანტი ვიოლეტა ავეტისიანი გააკეთებს მოხსენებას თემაზე - "დროისა და სივრცის ფილოსოფიური კონცეფციები ვლადიმირ ნაბოკოვისა და გრიგოლ რობაქიძის ადრეულ მხატვრულ პროზაში".

აღნიშნული სადოქტორო კვლევის მიზანია დროისა და სივრცის ფილოსოფიური ასპექტების შესწავლა მეოცე საუკუნის რუსული და ქართული ემიგრაციის წარმომადგენლების, ვ. ნაბოკოვისა და გრ. რობაქიძის, ადრეულ მხატვრულ ნაწარმოებებში. დისერტაციაში შესწავლილია დროისა და სივრცის კონცეპტები დასავლური ფილოსოფიის ისტორიაში (უძველესი დროიდან მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე), და მათი გავლენა ნაბოკოვისა და რობაქიძის შემდეგ ნაწარმოებებზე: "მერი", "წრე", "ზღაპარი" და "გველის პერანგი".

დასწრება თავისუფალია.

ბანერები