ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ჯეიმს ლ. ტორსონის ლექცია

ღონისძიებები

25 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიგამუსში” გაიმართება ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის დოქტორის, ჯეიმს ლ. ტორსონის ლექცია და დისკუსია, რომელიც შეეხება  კურტ ვონეგუტის ”სასაკლაო” - ნაწარმოებს და ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ განხილვას.

დოქტორმა ტორსონმა  ბაკალავრის ხარისხი  ნებრასკის უნივერსიტეტში მიიღო მათემატიკის ფაკულტეტზე, ამავე უნივერსიტეტში 1961 წელს დაეუფლა მაგისტრის ხარისხს, ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის განხრით. დოქტორის ხარისხი კი 1966 წელს კორნელის უნივერსიტეტში მიიღო იმავე ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის განხრით.

რაც შეეხება  დოქტორის პროფესიულ გამოცდილებას, ის ასოცირებული პროფესორის, პროფესორის და ემერიტუსის წოდებას  ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში დაეუფლა. იგი დღემდე ამ უნივერსიტეტში მოღვაწეობს როგორც ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის ემერიტუსი პროფესორი.  იგი ასევე მოწვეული პროფესორის სტატუსით ლექციებს კითხულობს მსოფლიოს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში, ესენია: ჰეიდელბერგის უნივერსიტეტი, მინსკის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი, ბელარუსია,  ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტი, ალბუკერკე.  იგი ავტორია 6 წიგნის  და 18 სტატიის.

ბანერები