ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

„Caucasus Survey”-ის მეორე ნომრის პრეზენტაცია

ღონისძიებები

11 ივნისს, ოთხშაბათს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება ჟურნალ „Caucasus Survey”-ის მეორე ნომრის პრეზენტაცია.

სამეცნიერო ჟურნალში კავკასიის შესახებ განთავსებულია კვლევები ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაზე. ჟურნალის მეორე ნომერში წარმოდგენილია სტატიები შემდეგ თემებზე:ისლამი,ნაციონალმიზმი და მდგომარეობა მუსლიმურ კავკასიაში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 წლების ეკონომიკური პოლიტიკა, მთიანი ყარაბახის სამშვიდობოპროცესის ამჟამინდელი მდგომარეობა და სხვა.

პრეზენტაციაზე დარიგდება ჟურნალის პირველი და მეორე გამოცემები.

ხოლო რედაქტორთა და მრჩეველთა საბჭო უპასუხებს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს ჟურნალში განთავსებულ სტატიებთან დაკავშირებით.

”Caucasus Survey” დაფუძნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გამოდის წელიწადში ორჯერ. ჟურნალის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია საიტზე: www.caucasus-survey.org. ჟურნალის სარედაქციო საბჭო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდიან გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისს ჟურნალისმეორე ნომრის გამოცემაში მხარდაჭერისთვის".

პრეზენტაციის დრო: 11 ივნისი, 18:30 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის მაღაზია ”ლიგამუსი”

ბანერები