ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ბორის გროისის ესეების კრებულის პრეზენტაცია

ღონისძიებები

ორშაბათს, 7 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება ბორის გროისის ესეების კრებულის პრეზენტაცია.
 
პრეზენტაციას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია. პრეზენტაციაზე ისაუბრებს წიგნის მთარგმნელი სოსო ჭაუჭიძე.
 
დასწრება თავისუფალია.
 
მისამართი: ჭავჭავაძის 32.

ბორის გროისი თანამედროვე რუსი ხელოვნების კრიტიკოსი, მედიამკვლევარი და ფილოსოფოსია. მისი ყურადღების ქვეშ თანაბრად ექცევა როგორც კომუნისტური და პოსტკომუნისტური რეჟიმების კულტურული ტრანსფორმაციები, ისე მოდერნული და პოსტმოდერნული სახელოვნებო სივრცეები, კერძოდ კი - ის მუტაციები, რომლებიც არტისტულმა ავანგარდმა და, ზოგადად, გასული საუკუნის დომინანტურმა სახელოვნებო პარადიგმებმა განიცადა.

 

ბანერები