ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ბიზნესის PR აქტივობის ინდექსი

ღონისძიებები

27 ივნისს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ლიგამუსში (ი.ჭავჭავაძის გამზ. 32) შედგება „ილიაუნი ბიზნეს რევიუს" (IBR) მიერ მომზადებული პროექტის – ,,ბიზნესის PR აქტიურობის ინდექსი'' – პრეზენტაცია.

ინდექსის ფარგლებში ხორციელდება დათვლა მხოლოდ იმ ორგანიზაციული PR მოვლენებისა, რომელსაც ბიზნეს კომპანიები აცხადებენ საზოგადოების წინაშე მედიასაშუალებებით. მასში მოიაზრება: კომპანიის მონაწილეობით განხორციელებული საჯარო ღონისძიებები, წარმოდგენილი ანგარიშგებები, პრეზენტაციები, მნიშვნელოვანი შეხვედრები, ოფიციალური განცხადებები, ორგანიზაციური ცვლილებები, მიღწევები და აღიარებები.

ინდექსი არ ზომავს ორგანიზაციების PR პოლიტიკის ხარისხს და ეფექტიანობას, მედიასივრცეში ორგანიზაციული PR აქტივობის გავრცელების რაოდენობრივ და თვისობრივ პარამეტრებს. ინდექსი მხოლოდ რიცხობრივად აჯამებს საბაზისო PR მოვლენების რაოდენობას.

ინდექსი საშუალებას იძლევა, ზემოთ აღწერილი მეთოდოლოგიის საფუძველზე პერიოდულად შედარდეს სხვადასხვა კომპანიების PR აქტივობა და შედგეს სექტორული PR აქტივობის რეიტინგები.

ინდექსის მინიმალური სააღრიცხვო პერიოდის ხანგძლივობა შეადგენს ერთ კვირას. შესაბამისად, შესაძლებელი ხდება ინდექსის ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური მნიშვნელობების დაფიქსირება.

„ილიუნი ბიზნეს რევიუ" მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევარების მიერ.

ბანერები