ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

"ბერწი მიწა" წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

12 თებერვალს, 6 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” გაიმართება პრეზენტაცია გია ჯოხაძის წიგნისა ,,ტ. ს. ელიოტის ,,ბერწი მიწა”, ჰერმენევტული ინტერპრეტაციები”.

წიგნი მოიცავს დიდი ინგლისურენოვანი პოეტისა და მოაზროვნის, თომას სტერნზ ელიოტის (1888-1965) პოემის ,,ბერწი მიწის“ ახალ ქართულ თარგმანს და, ასევე, ტექსტის ინტერპრეტაციას თანამედროვე ელიოტოლოგიის ორიგინალური მასალების გათვალისწინებით.

ელიოტის ,,ბერწი მიწა” მეოცე საუკუნის უდავოდ ყველაზე სახელგანთქმულ და სკანდალურ პოეტურ მიღწევათა შორისაა. გამოცემის დღიდანვე პოემას თან სდევს უამრავი ლეგენდა, დეზინფორმაცია და მითი იმაზე, თუ როგორ დაიწერა ტექსტი, რას იზრახავდა პოეტი, რა გავლენა მოახდინა მასზე თანამედროვე ვითარებამ ანუ ომისშემდგომმა ევროპამ, რომელიც პოემის მთავარი პროტაგონისტია და ა.შ.

გია ჯოხაძის ახალი წიგნი განკუთვნილია ელიოტის პოეზიის მთარგმნელების, მკვლევრებისა და თაყვანისმცემლებისათვის.

ბანერები