ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ახალი თარგმანის პრეზენტაცია

ღონისძიებები

6 დეკემბერს, 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გაიმართება პოლონელი ჟურნალისტის რიშარდ კაპუჩინის წიგნის  „რეპორტაჟის იმპერატორი“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

რიშარდ კაპუჩინიმ საბჭოთა პერიოდში იმოგზაურა პოსტ - საბჭოთა ქვეყნებში, გაეცნო ამ ქვეყნების პოლიტიკას, ხალხს, ისტორიასა და კულტურას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რიშარდ კაპუჩინიმ  ხელმეორეთ  იმოგზაურა იმავე ქვეყნებში და სწორედ ამ მეორე მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა  წიგნი „რეპორტაჟის იმპერატორი“  სადაც ასახულია საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების პოლიტიკა, კულტურა და ისტორია  საბჭოთა კავშირის დროს და მისი დაშლის შემდეგ.

პრეზენტაციას დაესწრება წიგნის მთარგმნელი ამბროს გრიზიკაშვილი, ასევე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი რიშარდ კაპუჩინის შესახებ ილიას უნივერსტიტეტის სტუდენტების მონაწილეობით, რომლის ავტორიც გახლავთ დომინიკა მალჩევსკა.

ბანერები