ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ახალი თარგმანი: ”მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა”

ღონისძიებები

7 აგვისტოს, 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გაიმართება რონალდ ასმუსის გახმაურებული წიგნის „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი ეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს.

აშშ-ის სენატორის მაკ კეინის განცხადებით: წიგნის წაკითხვა სავალდებულოა მათთვის, ვისაც სურს გაიგოს რა მოხდა რუსეთ-საქართველოს ომის კულისებს მიღმა და როგორ დატოვა დასავლეთმა თბილისი რუსეთის აგრესიის პირისპირ.

ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ვაცლავ ჰაველი აცხადებს - „ წიგნი გვახსენებს არა მხოლოდ სტრატეგიულ შეცდომებს, არამედ იმ ბრძოლებს, რომელიც ახლდა საქართველოს სურვილს გამხდარიყო დასავლური, დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი. ეს არის საფუძვლიანი განაცხადი იმაზე, თუ როგორ ვერ შეძლო ევროპის უსაფრთხოების სისტემამ ომის პრევენცია, ომისა, რომელიც შეიძლებოდა და უნდა შეჩერებულიყო“.

ბანერები