ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე ”ლიგამუსის” ზღაპრის ოთახში

თუ ჩვენსავით გიყვართ ასტრიდ ლინდგრენი და მისი ჯადოსნური სამყარო,15 ნოემბერს, შაბათს, 11:00 საათზე,მოდით ჩვენთან, ”ლიგამუსის” ზღაპრის ოთახში, ერთად აღვნიშნოთ ძვირფასი ასტრიდის დაბადების დღე.

წიგნების, თამაშებისა და სახალისო აქტივობების დახმარებით, ბავშვებს ზომიერად ფერხორციან, მოწიფულ კარლსონსა და მის მეგობარ ბიჭუნას,ონავარ პეპისა და სხვა პერსონაჟებს გავაცნობთ, თან გემრიელი მურაბებით ჩავუკოკლოზინებთ ყელს.

გელით ყველას ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეზე!

შეხვედრის დრო: 15 ნოემბერი, 11:00-13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ”ლიგამუსის” ზღაპრის ოთახი (”ლიგამუსის” II სართული,ჭავჭავაძის ქუჩა № 32)

ბანერები