ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

„ადამიანის უფლებათა სამართლის ქსელი“-ს პრეზენტაცია

ღონისძიებები

სამშაბათს, 8 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" „ადამიანის უფლებათა სამართლის ქსელი“-ს პრეზენტაცია გაიმართება.

ქსელის დამუძნებლები საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის, „საზაფხულო სკოლის“ კურსდამთავრებულები არიან.

„საზაფხულო სკოლას“, რომელიც 2007 წლიდან მოყოლებული ხორციელდება  სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და სკოლის 150-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. ქსელის დამფუძნებელთა მიზანია  საერთო ღირებულებების მქონე ახალგაზრდა იურისტებს შორის პროფესიული კავშირის შენარჩუნება, აკადემიური საქმიანობის ხელშეწყობა, სამართლებრივი რეფორმის პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა და ა.შ. 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  ქსელის პრეზენტაციას ასევე დაესწრება სქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მისი აღმატებულება ბ-ნი რიჩარდ ნორლანდი.

ბანერები