კორეული ანბანის დღე ილიაუნიში
ღონისძიებები
9 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიაუნის თეატრში კორეული ანბანის დღისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიება გაიმართება მეფე სეჯონგის ინსტიტუტი თბილისი2-ის ორგანიზებით.
წელს ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნის 100 წლის იუბილეა. ანბანის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორეელებისთვის, ასევე კორეული ენითა და კულტურით დაინტერესებულთათვის.
ღონისძიება გაიხსნება კალიგრაფიის მასტერკლასით და ეროვნული კერძების დეგუსტაციით, გაიმართება ტრადიციული სპექტაკლი „სარკე - 거울“; სტუდენტები შეასრულებენ როგორც ტრადიციულ ცეკვა „განგანსულლაეს“ (Ganggangsullae), ასევე K-pop ცეკვებს, წაიკითხავენ ლექსებს და წარმოადგენენ მუსიკალურ ნომრებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
საღამოს სპეციალური სტუმრები იქნებიან მოცეკვავეთა ჯგუფები The Base, BIXBITE, BADVILLAIN და პროფ. მილან ლი.
დრო: 9 ოქტომბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
2026