ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რურის საუნივერსიტეტო ალიანსის ერთობლივი კონფერენცია „აკადემიური თავისუფლების შენარჩუნება: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკადემიური თანამშრომლობა გერმანიასთან“
ღონისძიებები
7-8 ივლისს ქალაქ ჰესენში (გერმანია) რურის საუნივერსიტეტო ალიანსის (University Alliance Ruhr) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით გაიმართება ორდღიანი კონფერენცია: „აკადემიური თავისუფლების შენარჩუნება: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკადემიური თანამშრომლობა გერმანიასთან“.
კონფერენციის მიზანია ქართველი და გერმანელი აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისა და ინსტიტუციური პარტნიორების მიერ აკადემიური თავისუფლების საკითხებისა და საქართველოს უმაღლესი განათლების მხარდაჭერის გზების განხილვა. კონფერენციას რურის საუნივერსიტეტო ალიანსის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების კოლეჯი უმასპინძლებს.
კონფერენციას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და ბოხუმის რურის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მარტინ პაული.
პროგრამის ძირითადი მიმართულებები:
7 ივლისი – აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი განათლების პოლიტიკა
ილიაუნის უმაღლესი კვლევების ცენტრის დირექტორი გიგა ზედანია ისაუბრებს საქართველოს განათლების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ. ილიას უნივერსიტეტის პროფესორებისა და უცხოელი მკვლევრების მონაწილეობით გაიმართება პანელური დისკუსია „აკადემიური თავისუფლების დაცვა: საქართველო, ევროპა და ავტორიტარული დინამიკა“.
8 ივლისი – კონკრეტული ღონისძიებები და აკადემიური თანამშრომლობა
პროგრამა მოიცავს გერმანულ-ქართული აკადემიური თანამშრომლობის დაფინანსების შესაძლებლობების გაცნობასა და პარალელურ სამუშაო შეხვედრებს. ვორკშოპები წარიმართება ოთხი მიმართულებით: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, აკადემიური/ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები და ინსტიტუციური პარტნიორობა.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://eveeno.com/272391188
2026