


სტუდენტური კონფერენცია „ევროკავშირი და ცვალებადი მსოფლიო: გეოპოლიტიკური ძვრების, სტრატეგიული ავტონომიისა და გლობალური პასუხისმგებლობების გზაჯვარედინზე“
ახალი ამბები
2025 წლის 29 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი თემაზე: „ევროკავშირი და ცვალებადი მსოფლიო: გეოპოლიტიკური ძვრების, სტრატეგიული ავტონომიისა და გლობალური პასუხისმგებლობების გზაჯვარედინზე“. ღონისძიება ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ.
კონფერენცია და პოსტერების კონკურსი ღიაა ილიაუნისა და საქართველოს სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის.
კონფერენციის თემატიკა:
- ევროკავშირი, როგორც გლობალური აქტორი მულტიპოლარულ საერთაშორისო სისტემაში
- ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომია: გამოწვევები და შესაძლებლობები ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის
- ომი და მშვიდობა: ევროკავშირი და რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ
- ევროკავშირი და ტრანსატლანტიკური ურთიერთობები
- ევროკავშირი და გლობალური საფრთხეები: ტერორიზმიდან კიბერსაფრთხეებამდე
- ევროკავშირი და ჩინეთი: პარტნიორობა თუ მეტოქეობა?
- გლობალური ნორმატიული აქტორი? ევროკავშირის როლი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მხარდაჭერაში
- ევროკავშირი როგორც გლობალური კლიმატური აქტორი
- ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა: ევროპის სამეზობლოს ტრანსფორმაცია და გეოპოლიტიკური კონკურენცია
- ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია ინტეგრაციასა და იზოლაციას შორის
- საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
- მედეგობა და დემოკრატიული ინსტიტუტები ევროკავშირში
შერჩეული ნაშრომებისა და პოსტერების ავტორები დაჯილდოვდებიან წიგნის სახლ Ligamus-ის სასაჩუქრე ვაუჩერებით. საუკეთესო ნაშრომები გამოიცემა ელექტრონულად. ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.
მონაწილეობის პირობები
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარადგინონ
- კონფერენციის თემის მოკლე აღწერა და/ან პოსტერის ფოტო
- სრული ნაშრომი (დაახლოებით 800–1000 სიტყვა)
- თემატურად რელევანტური ვიზუალური მასალა (ფოტო, ილუსტრაცია) – პოსტერის შემთხვევაში
მასალების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 12 მაისი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა განაცხადი უნდა ატვირთოს შემდეგ ბმულზე.
შერჩეულ მონაწილეებს მონაწილეობის დადასტურება ეცნობებათ 23 მაისს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: jeanmonnetchair@iliauni.edu.ge
გთხოვთ, წერილის საგანში მიუთითოთ: "Student Conference 2025"
ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook გვერდზე: Jean Monnet Chair at Iliauni
2025